Saturday, February 15, 2014

მეცხრე დრე


დიდი მადლობა ინტელს ასეთი საინტერესო და მრავლის მომცველი ტრენინგისთვის, მადლობა ტრენერს რომ იყო ასეთი დამხმარე, მოტივირებული და მომთმენი.
დღეს იყო ტრენინგის ბოლო დღე. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოების ატვირთვა ჩვენს ბლოგებზე და გასაჯაროება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი პროექტების და პორტფოლიოების პრეზენტაცია.
მ ა დ ლ ო ბ ა!

მერვე დღე

დღეს დავასრულეთ ჩვენი პროექტების გეგმებზე მუშაობა, ასევე ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, დაგავხედეთ პორტფოლიოებს და შევიტანეთ ცვლილებები.

Friday, February 14, 2014

მეშვიდე დღე- მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია

დღეს ჩვენ დავასრულეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციაზე ბავშვების პრეზენტაცია. ასევე ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.

Tuesday, February 11, 2014

მეექვსე დღე-პროექტის პრეზენტაცია

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს პრეზენტაციებზეპრეზენტაცია და ვისწავლეთ თუ როგორ ავტვირთოთ ფაილები ინტერნეტში ჩვენს დრაივზე და გავასაჯაროვოთ. ასევე ვისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ ბმულები. დღე იყო ძალიან საინტერესო რადგან ვისწავლეთ ბევრი ახალი და საინტერესო რამ.

Saturday, February 8, 2014

ტრეინინგის მეხუთე დღე

იყო საკმაოდ დატვირთული დღე. დღეს ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდით მიმართულების მიმცემ კითხვებზე. ამას გარდა მოვიძიეთ დამხმარე მასალები ინტერნეტით.ჩვენ ასევე გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ და შევისწავლეთ ინტერნეტში მოძიებული ინფრომაციის წყაროების შენახვა/მითითება, ასევე გავეცანით პროექტის შეფასების სტრატეგიებს და ავირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი სტრატეგიები, და შევისწავლეთ მრავალ გვერდიანი ბლოგის შექმნა. დღის ბოლოს კი დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა.
I am tired

Saturday, February 1, 2014

ტრეინინგის მეოთხე დღე-მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვები:
1) რა ადგილი უკავია სკოლას თქვენს ცხოვრებაში?
2) რატომ უნდა იცოდეთ თქვენი სკოლის ისტორია?

თემატური კითხვები:
1) ინგლისურად თქვენი სკოლის ისტორიის ცოდნას როგორ გამოიყენებთ?
2) როგორ მოიძიებთ, გაანალიზებთ და დაახარისხებთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას სკოლის შესახებ?


შინაარსობრივი კითხვები:
1) რომელ გრამატიკულ სტრუქტურებს გამოიყენებთ თქვენი სკოლის მომავალზე მსჯელობისას ინგლისურ ენაზე?(პირობითი წინადადებები და wish წინადადებები)
2)რა გრამატიკული და ლექსიკური ერთეულების გამოყენება დაგჭირდებათ კითხვარის შედგენა/თარგმნისთვის, მოძიებული ინფორმაციის თარგმნისას და პრეზენტაციის წარმართვისას?



Sunday, January 26, 2014

ტრეინინგის მეორე დღე

26 იანვარი.
დღე დავიწყეთ იდეების გენერირებით ჩვენი პროექტების თემებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მართლაც საინტერესო იდეები.
შემდეგ გავიგეთ რომ იმისთვის რომ პროექტი განვახორციელოთ საჭიროა ინფორმაციის სასკოლო საზოგადოებასთან მიტანა, ამისთვის ერთ-ერთი საშუალებაა საინფორმაციო ბროშურის მომზადება.
შემდეგ ჩვენ ვიმუშავეთ პრაქტიკულად და დავამზადეთ ბროშურები ჩვენი პროექტებისთვის.
დღე იყო მართლაც საინტერესო.

Saturday, January 25, 2014

ინტელის ტრეინინგის პირველი დღე

25 იანვარი. დღეს იყო პირველი დღე ინტელის ტრეინინგის. დღე დაიწყო ტრენერთან გაცნობით რომელმაც გაგვაცნო კურსის ზოგადი მიზნები და ამოცანები.კურსი დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებაში და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. შესაბამისად ჩვენი სწავლა-სწავლების პროცესი გახდება უფრო საინტერესო და ეფექტური.

კურსის ფარგლებში ჩვენ ვიმუშავებთ პროექტზე რომელიც როგორც გავიგეთ უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სტანდარტიდან. ამ ეტაპზე ჩენ დაგვევალა მოვიფიქროთ პროექტის სახელი და ჩამოვაყალიბოთ მისი მიზნები. ვფიქრობ რომ იქნება ძალიან საინტერესო და სასრგებლო, რადგან ეს არის ჩემთვის პირველი გამოცდილება

ჩვენ ასევე განვიხილეთ თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები და მოვნიშნეთ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ასპექტები, რომელზეც შემდეგ ტრენერმა მოგვცა განმარტებები. ჩვენ ასევე შევქმენით ჩვენი პორტფოლიოები რომლის შევსებაზეც ტანდათან ვიძრუნებთ.

ჩვენ ასევე განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები რომელთა განვითრებაც საჭიროა და აუცილებელია ჩვენი მოსწავლეებისათვის. დოკუმენტის გაცნობისას ასევე მოვინიშნეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტები. 21-ე საუკუნის უნარჩვევები მოიცავს 3 ძირითად უნარჩვევას:
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა,  
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა,
კომუნიკაცია და თანამშრომლობა

საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
მედიაწიგნიერება
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება

სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება

და კიდევ, ჩვენ შევქმენით ჩვენი ბლოგები რომეშიც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კურსის განმავლობაში(და შემდეგაც), გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები და მივცეთ ერთმანეთს კომენტარები.
ვფიქრობ რომ ეს კურსი იქნება სასარგებლო ჩემთვის და მოველი მივიღო ბევრი საინტერესო ინფორმაცია პროექტებით სწავლებაზე.