26 იანვარი.
დღე დავიწყეთ იდეების გენერირებით ჩვენი პროექტების თემებთან დაკავშირებით. მოვისმინეთ მართლაც საინტერესო იდეები.
შემდეგ გავიგეთ რომ იმისთვის რომ პროექტი განვახორციელოთ საჭიროა ინფორმაციის სასკოლო საზოგადოებასთან მიტანა, ამისთვის ერთ-ერთი საშუალებაა საინფორმაციო ბროშურის მომზადება.
შემდეგ ჩვენ ვიმუშავეთ პრაქტიკულად და დავამზადეთ ბროშურები ჩვენი პროექტებისთვის.
დღე იყო მართლაც საინტერესო.
Sunday, January 26, 2014
Saturday, January 25, 2014
ინტელის ტრეინინგის პირველი დღე
25 იანვარი. დღეს იყო პირველი დღე ინტელის ტრეინინგის. დღე დაიწყო ტრენერთან გაცნობით რომელმაც გაგვაცნო კურსის ზოგადი მიზნები და ამოცანები.კურსი დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებაში და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. შესაბამისად ჩვენი სწავლა-სწავლების პროცესი გახდება უფრო საინტერესო და ეფექტური.
კურსის ფარგლებში ჩვენ ვიმუშავებთ პროექტზე რომელიც როგორც გავიგეთ უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სტანდარტიდან. ამ ეტაპზე ჩენ დაგვევალა მოვიფიქროთ პროექტის სახელი და ჩამოვაყალიბოთ მისი მიზნები. ვფიქრობ რომ იქნება ძალიან საინტერესო და სასრგებლო, რადგან ეს არის ჩემთვის პირველი გამოცდილება
ჩვენ ასევე განვიხილეთ თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები და მოვნიშნეთ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ასპექტები, რომელზეც შემდეგ ტრენერმა მოგვცა განმარტებები. ჩვენ ასევე შევქმენით ჩვენი პორტფოლიოები რომლის შევსებაზეც ტანდათან ვიძრუნებთ.
ჩვენ ასევე განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები რომელთა განვითრებაც საჭიროა და აუცილებელია ჩვენი მოსწავლეებისათვის. დოკუმენტის გაცნობისას ასევე მოვინიშნეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტები. 21-ე საუკუნის უნარჩვევები მოიცავს 3 ძირითად უნარჩვევას:

სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და
გამომგონებლობა,
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა,
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
მედიაწიგნიერება
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
და კიდევ, ჩვენ შევქმენით ჩვენი ბლოგები რომეშიც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კურსის განმავლობაში(და შემდეგაც), გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები და მივცეთ ერთმანეთს კომენტარები.
ვფიქრობ რომ ეს კურსი იქნება სასარგებლო ჩემთვის და მოველი მივიღო ბევრი საინტერესო ინფორმაცია პროექტებით სწავლებაზე.
Subscribe to:
Posts (Atom)